Monday, April 8, 2013

მიხო მივიდა ექიმთან და შესჩივლა:
– ექიმო კუჭი მტკივა.
– ღვინოსა სვაამ?
– ვსვამ, მაგრამ არა მშველის

ზარი სასწრაფოში:
– ბავშვმა კალამი გადაყლაპა!
– ახალავე გამოვდივართ.
– ჩვენ თქვენს მოსვლამდე რა ვქნათ?
– მანამდე ფანქრით წერეთ.

ქმარი ურეკავს ცოლს:
– მაკიაჟი გაკეთებული გაქვს?
– არა.
– მაშინ გამოდი გარეთ, მგონი გაძარცვას მიპირებენ


გუშინ ცოლს კინაღამ გავშორდი.
– რატომ „კინაღამ“?
– ვიჩხუბეთ და ჩემმა ცოლმა გადაწყვიტა სახლიდან წასულიყო, მაგრამ იმდენ ხანს მოუნდა მაკიაჟის გაკეთებას, რომ დაავიწყდა რაზე მიდიოდა…

გუშინ ჩემი სიდედრი გველების გამოფენაზე იყო.
– მერე?
– მედალი მისცეს


ქმარი მთვრალი დაბრუნდა სახლში, ცოლი ეჩხუბება:
– ისევ დათვერი შე სასიკვდილევ, ისევ ჩაიხეთქე მუცელი… მანქანა მაინც დააყენე გარაჟში?
– ნაწილობრივ…

ფეხმძიმე ქალს მშობიარობის ტკივილების ეშინოდა და ღმერთს დახმარება შესთხოვა. ანგელოზი გამოეცხადა და შესთავაზა:
– თუ გინდა, ბავშვის მამას შენი ტკივილების ნახევარს გაუყოფ?
ქალი დასთანხმდა. მშობიარობამ კარგად ჩაიარა. ახლად გამომცხვარმა დედამ ქმარს დაურეკა და დაინტერესდა:
– როგორ გეძინა ძვირფასო?
– მე კარგად, მაგრამ ჩვენი მეზობელი ისე ყვიროდა გეგონება მშობიარობსო

კომპიუტერულ ტექნოლოგიებში გარკვეული გოგონას ფიქრები: “თავში გუგლი მჭირდება, გულში ანტივირუსი, სახეზე კი-ფოტოშოპი.

ყველაზე გრძელი ძილი დაფიქსირდა ისტორიის გაკვეთილზე. მოსწავლეს ჩაეძინა მე-17-ე საუკუნეში და გაეღვიძა მე-19-ე საუკუნეში.

რესტორანში კლიენტი მიმტანს ეჩხუბება:
– ეს მწყერი კარგად არ არის შემწვარი!
– ალბათ, ცოტათი უმია, ბატონო.
– ცოტათი კი არა… ნახევარი სალათი შემიჭამა უკვე!



ერთი მეგობარი ეუბნება მეორეს:
– გუშინ რესტორანში ვიქეიფე. მაგრად დავთვერი. ხოდა მანქანა იქვე დავტოვე და მეტროთი წავედი. ჩემდა გასაკვირად სახლში მშვიდობიანად მივედი. აქამდე ხომ მატარებელი არასდროს არ მიტარებია…

მთვრალმა კაცმა სახლში ვიღაც ქალი მიიყვანა. კარი ცოლმა გააღო. კაცი მისკენ დაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა:
– უთხარი, რა, რომ ჩემი და ხარ…

მიხოს ეკითხებიან:
– ამდენს რატომ სვამ?
– დარდი მინდა დავახჩო, მაგრამ ამ ჩემისამ ცურვა ისწავლა!


მეგრელი დაიჭირეს კანიბალებმა. დააბეს ჯოხზე, გადეს ცეცხლზე და დაიწყეს შეწვა.
მოვიდა ბელადი და უთხრა:
– ცოტა ნელა ატრიალეთ რომ კარგად შეიწვას, უმი არ მიყვარს.
– ნელა ვატრიალებდით, მარამ ნაკვერჩხლიდან შემწვარ კარტოფილს გვპარავდა და ავუჩქარეთ.

სვანს სიზმარში ჩხუბი მოუვიდა და მაგრად ცემეს. გაღვიძებულს რომ გაახსენდა მაგრად გაბრაზდა და ძმაკაცებთან ერთად დაიძინა.

გავიგე, სიდედრთან უთანხმოება გქონია.
– კი, მასეა, აგრარულ საკითხებზე ვერ ვთანხმდებით.
– ეგ როგორ?
– იმას უნდა მე ჩამდოს მიწაში, მე პირიქით.


ენაბლუ ბავშვი მამასთან მივა და ეუბნენა:
– მამი! სა… სა… სამი ლარი მომე რაა!
– წესიერად თქვი, თორემ ცხრა გამოდის, შე შობელძაღლო!

 ქალო კედელზე ლურსმანი უნდა მივაჭედო, სადაა ჩაქუჩი?
ეკითხება ქუთაისელი ცოლს.
– ჩაქუჩი კარადაშია, ბინტი და იოდიც იქვეა.

მოიშას ეკითხებიან:
– რამდენია ოთხჯერ ოთხი?
– ვყიდულობ თუ ვყიდი?

ქუთაისლები მიდიან და დაინახავენ ზანგს. ერთი ეუბნება მეორეს:
– მოდი ამ ზანგს შარვალი ჩავხადოთ.
– რატომ?
– მაინტერესებს რა ფრად გაწითლდება

ბიჭი ეუბნება გოგონას:
– მე შემიძლია სიყვარულის ხელოვნება შეგასწავლო.
– ხოო?! მერე რამდენის დახარჯვას აპირებ ჩემს განათლებაზე?

კაცი ჭამიებმა დაიჭირეს ერთი კაცი. უკვე ამზადებენ შესაწველად, თან ეკითხებიან:
– რა გქვია?
– თქვენთის რა მნიშვნელობა აქვს? მაინც უნდა შემჭამოთ?!
– მენიუში რაიმე ხომ უნდა ჩავწეროთ.

ორი სვანი მიდის ტყეში. ერთს კარადა აქვს მხარზე შემოდებული მეორეს – მორი. შემოხვდებათ ერთი კაცი და კარადიანს ეკითხება:
- რისთვის გინდა ამ შუა ტყეში ეგ კარადა?
- დათვი თუ შემოგვხვდება შიგ დავიმალები.
მერე მეორეს მიუბრუნდა:
- ეგ მორი რისღასთვის გინდა?
- დათვი თუ გამომივარდება ამ მორს დავაგდებ და უფრო თავისუფლად გავიქცევი.


რა მოხდა, შენი ძაღლი მთელი ღამე რომ ყეფდა!
– არა უშავს, შე კაცო, დღისით გამეიძინებს.


სასამართლოზე მოსამართლე ეკითხება მოწმეს:
– მოქალაქევ თქვენ დაინახეთ როგორ ურტყავდა ეს ქალი(ბრალდებული) თავის ქმარს(დაზარალებულს) უთოს?
– დიახ, ბატონო, მოსამართლევ.
– მერე რა მოიმოქმედეთ?
– დავურეკე ჩემს საცოლეს და ვუთხარი, რომ გადავიფიქრე დაოჯახება.



ორი ქალი საუბრობს:
– ჩემს ქმარზე გაბრაზებული ვარ.
– ასეთი რა დააშავა?
– გუშინ 30 ლარი ვთხოვე, სილამაზის სალონში მივდივარმეთქი და იცი რა ქნა, იმ დამპალმა? ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ამოიოხრა და 300 ლარი მომცა.


ბავშვი სკოლიდან სახლში დაბრუნდა და გაბრაზებულმა განაცხადა:
– მორჩა. სკოლაში აღარ წავალ!
– რატომ?
– წერა მე არ ვიცი და კითხვა და თან ლაპარაკსაც მიშლიან!


ტოქსიკომანი (წებოთი მოკაიფე) რეკავს რადიოში, სიმღერის შესაკვეთად:
– ვსარგებლობ მომენტით და ამ სიმღერას ვუძღვნი ყველას ვინც სარგებლობს “მომენტით”.


ორი დაქალი ხვდება ერთმანეთს:
– ფეხმძიმედ ვარ.
– რა იცი?
– ექიმმა მითხრა.
– მამა ვინაა?
– არ ვიცი, ექიმს მაგის თქმა დაავიწყდა.

უკაცრავად, თქვენ ჩემს მარაოზე ზიხართ.
– მართლა?! თურმე საიდან მიბერავს!


ეჰ, ჩემი საცოდავი ქმარი ჩვენი შეუღლეებიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა.
-აცხონოს ღმერთმა, ბევრი არ უწვალია…
მამა არიგებს შვილს:
- კარგი კაცი რომ დადგე ყოველთვის უნდა იყო პუნქტუალური და ფრთხილი.
- მამა, რას ნიშნავს „პუნქტუალური“? – ჩაეკითხა ბავშვი.
- იმას, რომ რაცაც დაპირდები უნდა შეასრულო.
- სიფრთხილე რაღა შუაშია?
- არავის არაფერს, რომ არ შეპირდე.
ქალი ეუბნება კაცს:
– თქვენ მაგრად გევხართ ჩემს მესამე ქმარს!
– კი მაგრამ, სულ რამდენი ქმარი გყავდათ?
– ორი.
სამშობიაროს ექთანს სამი ტყუპი გამოჰყავს და მამას გადასცემს:
– ხომ კარგებია?
– კი! – ამბობს ნირწამხდარი მამა და ბავშვები მანქანისკენ მიჰყავს.
– მაგენს მანქანაში რომ ჩააწყობ, მობრუნდი, სამი კიდოა! – უყვირის ექთანი


ოჯახური გასვლა სათევზაოდ:
– ქალო თევზი შეწვი!
– ჯერ ხომ არ დაგიჭერია?
– შენ დაიწყე, თევზი იქნება!


გურულს დაეჯახა მანქანა. გადმოხტა მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი და წაქცეულ გურულს ეხვეწება:
– ადექი რა ბიძია გეხვეწები რააა… ადექი ბიძია რააა, არ დამღუპო ბიძია გეხვეწები ადექი რააა…
გურული ახელს თვალს და პასუხობს:
– ვიდექი ბიძია მარა დამაყენე?!

კაცი ხვდება ღმერთს და სანამ გონზე მოვა,ღმერთი ეუბნება:
– მთხოვე რაც გინდა,ოღონდ შენი სიდედრი ორმაგს მიიღებს იცოდეო.
დაფიქრდა კაცი და უთხრა:
– კარგი,მაშინ მომეცი 1 მილიონი დოლარი და ისე მცემე,რომ ნახევრად მკვდარი ვიყო.


მიხო გადმოვა თვითმფრინავიდან და შარვალი ჩაძვრება, აიწევს და თან ჩაიბურდღუნებს:
– ხო შემჭამეს ამ სტიუარდესებმა ხან შეიკარით, ხან გაიხსენით ქამრებიო…


ორი ნარკომანი ცათამბჯენზე არიან და ლაპარაკობენ:
- აქიდან რომ გადავხტე მიწამდე რამდენი ხანი დამჭირდება?
- სამი დღე და ღამე.
- მერე მოვკვდები?
- აბა რა, სამი დღე-ღამე საჭმლის გარეშე ვერ გაძლებ!


ცხოველთა სამყაროში ვირი და ჟირაფი სასტიკად გაკიცხეს. უარესი, ციხეს ძლივს გადაურჩნენ. ვირს დააბრალეს ჯიბრიანი ხარო, ჟირაფს – ყველას მაღლიდან დაჰყურებო.
შეიცვალა მთავრობა: ვირს და ჟირაფს მადლობა გადაუხადეს, ერთს – პრინციპულობისთვის, მეორეს – შორს მჭვრეტელობისთვის


გეიგე, ჩვენი კაკოიე რომ მომკვდარა?
– არ გადამრიო, როდის, ბოშო?!
– დილის 4 საათზე.
– მაგიზა გეიღვიძა ასე ადრიანად მაგ უბედურმა?!


ბაბუ, მართალია, რომ ნადირობისას დათვმა გიკბინა?
– კი, ბაბუა, მართალია.
– სად გიკბინა, ბაბუ?
– მაი არაა მართალი, ბაბუა, არ დეიჯერო!


ქალი ექიმს ეუბნება:
– ექიმო, ჩემმა ქმარმა აიჩემა, ნაპოლეონი ვარო!
– არაუშავს, შევეცდები განვკურნო.
– იქნებ პირდაპირ კუნძულზე გადაგვესახლებინა?


სტომატოლოგის კაბინეტში:
– ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ…
– ექიმო შეეშვით ჩემ კბილებს!


ცოლი ეჩხუბება ქმარს:
– გუშინ დაგინახე, როგორ გამოხვედი რესტორნიდან!
– აბა რა ვქნა, იქ არ მტოვებენ საცხოვრებლად!


მიხო და მარო დაიჭირეს. მიხო ხეზე მიაბეს და მაროს ეუბნებიან:
– უნდა გაგაუპატიუროთ.
– რა ვქნა მიხო, დავნებდე?
– მა, მე ახლა ამ მუხის მამგლეჯი ვარ?!


სვანი ეუბნება ძმაკაცს:
- ტაქსისტი მოვატყუე.
- როგორ?
- ფული მივეცი და არ გავყევი!



ექიმი ეკითხება პაციენტს:
– რა გაწუხებთ?
– ჯობია იმას გეტყვით რაც არ მაწუხებს, უფრო მალე ჩამოვთვლი


სვანმა გაზეთში წაიკითხა: “მარტორქა ტონა-ნახევარს იწონისო” და გაიფიქრა: “მარტო რქა ტონა-ნახევარს იწონის და წარმოგიდგენიათ, ტანით რამხელა იქნებაო?!”


კახეთში სათამაშოების მაღაზიაში გასაყიდად გამოტანილ სათამაშო ზებრას ეწერა: “მეზღვაური ვირი”.


მარო გვიან დაბრუნდა შინ. მიხომ გაბრაზებით ჰკითხა:
– ამბავი მამიტანეს, მარო შალიკომ ტყეში შეიტყუა და ისიც სუ ტუსტუსით გაჰყვაო, მართალია?
– უიმეეე! რა უნამუსო და ჭორიანია ზოგი ადამიანი! სად არი, ქა, იქა ტყე?! ერთი გაქუცული, ტოტებდალეწილი მუხა დგას!

მიდი, შვილო, მარო ბაბოსთანა, რამე გასახარელი უთხარი, ფინთათაა მაგის საქმე.
– მარო ბაბო! პანაშვიდზე „ქართულმა ხმებმა“ რო გიმღეროი, გეგეხარდებაა?



ჭიჭიკია ისეთი ძუნწია, საქორწინო მოგზაურობაში მარტო იყო წასული


ტიპს ჰკითხეს, ყველაზე ადვილი ენა რომელია?
– სვანური.
– რატომ სვანური?
– იმიტომ, რომ სვანებმა ისწავლეს.


ავტობუსი გაჭედილია. კარგად ჩასუქებულმა ქალმა უკვე მესამედ დაადგა ფეხზე ფეხი გამხდარ კაცს.
– მოეჭიდეთ რამეს ბოლოს და ბოლოს, ქალბატონო! – მოთმინებიდან გამოვიდა კაცი.
– გაქვს რამე მაგნაირი? – შეუღრინა ქალმა.


გახურებული ჩხუბისას ქმარი კარს აღებს და გასვლას აპირებს.
– ლაჩარო! – კივის ცოლი – ლაჩარო! გარბიხარ, არა?!
– არა, ნაჯახის მოსატანად მივდივარ!



ქალმა იყიდა ძაღლის ბეწვის საკრეჭი მანქანა. მარტო ქმარი არ იყეფებოდა და არ უწევდა წინააღმდეგობას.


შვილიშვილი ეკითხება პაპას:
– პაპი, მეზობელ სოფლამდე რამდენი კილომეტრია?
– მთელი ცხოვრება 5 კილომეტრი იყო. მერე მოვიდნენ ვიღაც სპეციალისტები, აზომ-დაზომეს და 7 კილომეტრიაო. ხოდა, მას მერე, იმათ გამო ზედმეტ 2 კილომეტრს დავდივართ.



სპილომ დაინახა შიშველი კაცი და შეეცოდა:
– ამით საჭმელს როგორ წვდებაო?!


ექიმი პაციენტს:
– ახლა, თუ შეიძლება, მუხლი მოხარეთ.
– რომელ მხარეს, ექიმო?

კაცი ბარში შედის, თვალისმომჭრელი სილამაზის ორ გოგონას გვერდით მიუჯდება და ბარმენს გასძახებს:
– ორი ლუდი გოგონებს. გოგონებო, თქვენ რომელი ლუდი მოგწონთ?
– დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ. ჩვენ ლესბოსელები ვართ, – პასუხობს ერთ–ერთი გოგონა.
– ეს როგორ?
– ჩვენ ქალებთან სექსი გვიყვარს.
– ბარმენ, სამი ლუდი ჩვენთვის, ლესბოსელებისთვის.



ცოლი ეჩხუბება ქმარს:
– კაცო, ყოველდღე მთვრალი რატო მოდიხარ სახლში?
– შენ ისიც გეყოს ფხიზელი, რომ გავდივარ


იცვალებული ისეთი მახინჯი იყო ფეხებზე ქონდა გადახდილი

დედა რატო ვარ ესეთი მახინჯი?
– ეგ რა არის, შვილო, რომ დაიბადე ექიმმა შენზე თქვა ეს რაღაც თუ გაინძრა ესროლეთო.



რატომ არ უცვლიან სვანი დედები ბავშვებს “პამპერსს” ერთი კვირის მანძილზე?
– იმიტომ, რომ პამპერსს აწერია “4კგ–მდე”.


ერთი ქალი წუწუნებს:
– საკმარისია, ვინმე მიმზიდველი მამაკაცი გავიცნო, აღმოჩნდება, რომ ან ისაა ცოლიანი, ან მე მაინცდამაინც მაშინ ვარ გათხოვილი!





სვანს ტყუპები შეეძინება და ცოლს ნაჯახით გამოეკიდება, მეორე ვისგან გააჩინეო...
სვანი ამერიკულ "გორკებზე" იკატავებს და იტყვის:
-მოგიტ@@თ მატარებლის შოფერი!!
 -
სვანი წერილს წერს მეგობარს: “ამ წერილს ნელა გწერ, ვიცი რომ ჩქარა კითხვა გიჭირს”
სვანს სამსახურში იღებენ. სვანი ეკითხება:
_აქ სვანები მუშაობენ?
_არა,_უპასუხეს.
გავიდა დრო,სვანს ამოწმებენ. შევიდნენ ოთახში და სვანს ფეხები მაგიდაზე აქვს შემოწყობილი. ჰკითხეს:
_რატომ არ მუშაობ?
_თქვენ არ მითხარით,აქ სვანები არ მუშაობენო?_უპასუხა სვანმა.
ავტოავარიაა. მეგრელი დაეჯახება სვანს და მიუჭეჭყავს მანქანას. 
სვანს მაგრად გაუტყდება და მანქანის შეკეთებას მოსთხოვს.
მეგრელი დაამშვიდებს, არანაირი შეკეთება არ უნდა "გლუშიტელში" ჩაბერე, მანქანა ჰაერით აივსება და გასწორდებაო. 
დადგება ეს სვანი და უბერავს და უბერავს.
გამოივლის მეორე სვანი, გამოკითხავს ამბავს და მაგრად დასცინებს: მაგარი შტერი ხარ, ოთხივე კარი რომ გამოგიღია, რა გაბერავს მანქანასო ოო


***



რაჭველი ქორწინების პირველ ღამეს ეუბნება ცოლს:
- ბოვშის გულიზა ქვეშენიჭირიმე თუარა ამას რავა შემოგკადრებდი...

***



ორი სომეხი ენიძლავება ერთმანეთს: მოდი ჩავყვინთოთ და ვინც უფრო მალე ამოყვინთავს იმან სახინკლე იკისროსო
მეორე დღის საინფორმაციო:
იპოვეს ორი დამხრჩვალი სომეხი

***



მიხო და მარო წვანან,ფეხები გარეთ აქვთ გადმოყრილი.მარო ეუბნება მიხავ შენ ჩემზე ჭუჭყიანი ფეხები გაქვს?-კანეშნა შენ რომელი გოდა და მე რომელიო..



***



მეგრელი ზანგს ნახავს და ეკითხება მეორეს, ვინ არის ეს შავი კაცი მაგალითად?
-ალჟირელი ლტოლვილია.
ხოხ. ალჟირიც დავკარგეთ უკვე ?
სვანს სამსახურში იღებენ. სვანი ეკითხება:
_აქ სვანები მუშაობენ?
_არა,_უპასუხეს.
გავიდა დრო,სვანს ამოწმებენ. შევიდნენ ოთახში და სვანს ფეხები მაგიდაზე აქვს შემოწყობილი. ჰკითხეს:
_რატომ არ მუშაობ?
_თქვენ არ მითხარით,აქ სვანები არ მუშაობენო?_უპასუხა სვანმა.

***


სვანი ჯარიდან ჩამოვიდა, მხარზე ,,მუხა" ჰკიდია.
მამა ეკითხება:
ეგ რა არის?
ესა მამა ,, მუხაა".
რას აკეთებს ეგ ,,მუხა"?
აი, ტუალეტს ხომ ხედავ, ეგა ვითომ ტანკია.
გაუქანებს მუხას და ააფეთქებს ტუალეტს.
გავა ხუთი წუთი, შვილი ეკითხება მამას:
მამა დედა სად არის?
ტანკში იჯდა შვილო.

*** 


-რას ნიშნავს როცა კომპიუტერთან ჩუსტები აწყვია?
-ესეიგი, სვანი ინტერნეტშია შესული.

*** 


სტუდენტი სვანი ქალაქშია ჩამოსული და ბაითში ქალი ყავს აყვანილი და მაგრად ხეხავს,
ქალი ეკითხება - ჰა რა ქენი მორჩი?
სვანი- არა ჯერ მესამე კურსზე ვარ.


***


სვანი მარაოს დაინიავებს და გაიყინება. -
სვანს სიზმარში ქალი გამოეცხადა და ეუბნება: 
-შენი გოგო 14 წლის,რომ გახდება,თითში ნემსს იტაკებს და მოკვდება.
გამოეღვიძა სვანს, წამოვარდა გიჟივით და ცოლს ეკითხება:
- გოგო სადაა?
- აგერ ეზოში თამაშობს.
გავარდა გარეთ დაავლო ბავშს ხელი,მიიყვანა კუნძთან და თითები დააჭრა. გაგიჟდა ცოლი- რაქენ კაცო ეს?
სვანმა უპასუხა: 
- მადლობა თქვი, ეს წუთია სიკვდილს გადავარჩინე !..
სვანს ესვრიან თოფს და გაარტყავენ შუბლში,
-სვანი ეუბნება თვალში რო მოგერტყა სად მიდიოდი?